Thursday, April 19, 2012
ებანი
ებანი, უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი.
სახელწოდება ებანი პირველად "დაბადების" ქართულ რედაქციაში გვხვდება.
როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის
მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი.
თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და
სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ი. ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment