Thursday, April 19, 2012

ქართული ხალხური საკრავები

ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.[1]. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
  1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში — ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
  2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური ჩანგი ხემიანი — ჭუნირი, ჭიანური;
  3. დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა.
საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.

No comments:

Post a Comment