Thursday, April 19, 2012

მუსიკა

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

საკრავები

დაირა

დაირადასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მილიმეტრია, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია.

ქართული საკრავები


ფანდური და ჩონგური


ებანი

ებანი, უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი პირველად "დაბადების" ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ი. ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი).

გუდასტვირი

https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/document/d/1J0nfW_KR2rfwXYUAzJ7ZAVwL9zCkn21fkg8OzMcKzCE/edit